+995 595 30 30 59

  • First Slide
    სკოლა "კრწანისი მარჯი"
  • First Slide
    ჩვენ ვსწავლობთ ხალისით
  • First Slide
    სკოლა "კრწანისი მარჯი"
  • First Slide
    სპორტის გაკვეთილზე
  • First Slide
    ჩვენ ვსწავლობთ ხალისით
  • First Slide
    სკოლა "კრწანისი მარჯი"
  • First Slide
    სკოლა "კრწანისი მარჯი"
  • First Slide
    სკოლა "კრწანისი მარჯი"
Education Background

სკოლა „კრწანისი მარჯი“ აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2019-20 სასწავლო წლისათვის
სკოლა მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმით 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. 

სკოლის პრიორიტეტია შედეგზე ორიენტირებული სწავლების მაღალი ხარისხი. ყველა კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. კურსდამთავრებულთაგან 10 მოსწავლე მედალოსანია. 
ქართულ ენასა და მათემატიკასთან ერთად სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური, რუსული, იტალიური ენები. 
ფუნქციონირებს ჭადრაკისა და ცეკვის წრეები. 
სკოლა განსაკუთრებულად ზრუნავს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე, მოსწავლეები მონაწილეობენ რესპუბლიკურ და ქალაქის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებში, კონკურსებში. 
სკოლის ინტელექტუალთა გუნდის „რა?სად?როდის?“ არსენალშია ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონის ჩემპიონობა, ხოლო 2018 წელს რესპუბლიკურ შეჯიბრში მე-3 ადგილი.
სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.
სკოლას ემსახურება ექიმი და ფსიქოლოგი. 
მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი კვებით. 
სკოლაში შექმნილია ისეთი უსაფრთხო, დაცული, მშვიდი, ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომელიც უზრუნველყოფს შედეგიან სწავლას, აზროვნების განვითარებას და ღირსეული პიროვნების ჩამოყალიბებას.
სწავლებისა და აღზრდის ჰარმონიულობა ქმნის პირობას, რომ მოსწავლე ხალისით მოდიოდეს სკოლაში. 

სწავლების წლიური საფასური -  I-VI კლასი 4500 ლარი, ხოლო  VII-XII კლასისათვის 5000 ლარი;

მშობელს, რომელსაც ორი ან ორზე მეტი მოსწავლე ჰყავს სკოლაში მიეცემათ 10 % შეღავათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ

ტელ: 2724342, 595303059, 599710700, 599747633;

facebook: სკოლა კრწანისი მარჯი  

მის: ქ. თბილისი. კრწანისის ქ. #38


 

ვრცლად

სიახლეები

I-IV კლასელთა ნამუშევრების გამოფენა

სკოლაში გამოიფინა I-IV კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები (პედ. ნ.ენუქიძე)...

ვრცლად »

VII კლასი - ინტეგრირებული გაკვეთილი

VII კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მშობლიურ ლიტერატურას, ხელოვნებასა და მოქალაქეობაში.

ვრცლად »

X-XI კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი "Quiz Show"

X-XI კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი "Quiz Show" თემაზე - "რა ვიცით გაერთიანებული სამეფოს შესახებ, რომლის ენასაც ვსწავლობთ"...

ვრცლად »

ჩვენი მასწავლებლები

მადონა ხარატიშვილი

სკოლის დირექტორი

ნათია ქავთარაძე

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ლალი შენგელია

ისტორიის პედაგოგი

ჩვენი პარტნიორები