ღია გაკვეთილი რუსულ ლიტერატურაში

სკოლა "კრწანისი მარჯის" მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ლიტერატურაში (პედ. ნ.ცერცვაძე). გაკვეთილის თემა - ალექსანდრე პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ფოტომასალა, ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიაზე და წაიკითხეს ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან.