კათედრები
საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები
სკოლაში არის 3 საგნობრივი კათედრა:
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება)
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა (მათემატიკა, ისტ, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა)
- უცხოური ენების კათედრა (ინგლისური,იტალიური და რუსული ენები)
ეს კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში ყველა მასწავლებელს.
კათედრების ფუნქციებია:
- საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
- სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენა;
- ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
- სახელმძღვანელოების შერჩევა;
- შეფასების კომპონენტების შემადგენელი კრიტერიუმების შემუშავება და აღწერა.
- სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);
- ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
- რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
- რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
- მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება, დაცვა და შესრულება. მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების შედეგების განხილვა და შეფასება.
- სხვადასხვა სახის აქტივობების ორგანიზება რომლებიც გააერთიანებს სხვადასხვა კლასის, ჯგუფების და განაყოფების მოსწავლეებს.
- უზრუნველყოს მოსწავლეთა მონაწილეობა სხვადასხვა სახის კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
- შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი
კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
- კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
- კათედრის სამუშაო წლიური გეგმის შედგენა;
- საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის (მაგ. სახელმძღვანელოების შერჩევის თაობაზე);
- პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება.